LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერი ადამიანი ვარ და უფალს იმისთვისაც ვწირავ მადლობას, რა განსაცდელიც მომივლინა, რადგან უფრო უარეს განსაცდელს გადამარჩინა… დღეს არ მეშინია და არც მრცხვენია ქუჩაში გასვლის“ – ბესო კალანდაძე განვლილ 70 წელზე

181
ბესო კალანდაძე

მომღერალი ბესო კალანდაძე, რომელიც ჟურნალ „თბილისელების“ ახალ ნომერში, რუბრიკის – „გზა პოპულარულობამდე“ სტუმარია, საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე საუბრობს.

ბესო კალანდაძე: „35 წლის დავოჯახდი, მე და მედეამ გავიცანით ერთმანეთი, შეგვიყვარდა, ორ წელში დავოჯახდით და უკვე 35 წელია, ერთად ვართ“

მომღერალი ჟურნალთან ინტერვიუში განვლილ ცხოვრებას აჯამებს და საუბრობს, თუ როგორია მისი ცხოვრება დღეს.

აღსანიშნავია, რომ ბესო კალანდაძე 8 დეკემბერს 70 წლის ხდება.

„ახლა, მშვენიერ ეტაპზე ვარ, ჩემთვის, წყნარად. კონკრეტული სახელმწიფო სამსახური არ მაქვს, მაგრამ მაქვს გასვლითი კონცერტები რეგიონებში, სადაც მსმენელისგან უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვიღებ. თამამად ვიტყვი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ და უფალს იმისთვისაც ვწირავ მადლობას, რა განსაცდელიც მომივლინა, რადგან უფრო უარეს განსაცდელს გადამარჩინა და გამომაფხიზლა. დღეს მე არ მეშინია და არც მრცხვენია ქუჩაში გასვლის, რომ ვიღაც გამოიშვერს ხელს და იტყვის: „აუ, ეს ვინ არის?!“, – ამბობს ბესო კალანდაძე ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „თბილისელების“ ახალ ნომერში.

კაცურად დამიდგა გვერდში.. შეეძლო და აბსოლუტური უფლება ჰქონდა, არ ჩარეულიყო, მაგრამ ჩემი ციხეში ყოფნის დროსაც და სხვა შემთხვევაშიც სალი კლდესავით იდგა – ბესო კალანდაძის სიყვარულის ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g