ემბერ ჰერდი ამჯერად ადვოკატების გარემოცვაში შენიშნეს. მსახიობი, რომელიც ჯონი დეპს ძალადობაში ადანაშაულებს, ადვოკატების ჯგუფთან ერთად ქუჩაში დააფიქსირეს. მსახიობი ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა და იცინოდა, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პირველად ჰერდი ლოს–ანჯელესის სასამართლოში ადვოკატ სამანტა სექტორთან ერთად წინა კვირას გამოჩნდა. როგორც ჩანს მსახიობი ფანტასტიკურ განწყობაზეა და სასამართლოს მოგების დიდი იმედი მაქვს. ეს იმის მიუხედავად, რომ ჰოლივუდის მსახიობთა დიდი ნაწილი ამ სკანდალში ჯონი დეპს უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, რომ ემბერმა წინა კვირას განაცხადა იმის შესახებ, რომ 15 თვიანი ქორწინების მანძილზე ჯონი დეპი მასზე ძალადობდა. მსახიობმა ინტერნეტში ძალადობის ამსახველი ფოტოც კი გამოაქვეყნა. მან პოლიციას ჩვენება არ მისცა და მეორე დღეს სასამართლოში საჩივარი თავად შეიტანა. ამ დრომდე ჯონი დეპს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ის ამჯერად საკუთარ ჯგუფთან ერთად ლისაბონში იმყოფება.