LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბედნიერი ის კი არაა, ვისაც ყველაფერი აქვს, ბედნიერია ის, ვინც მადლიერია არსებულით” – ირმა სოხაძე

163
irmasoxadze

რადიოს „არ დაიდარდო“ მხიარული დილა მომღერალ ირმა სოხაძესთან ერთად დაიწყო.

-ირმა, ცუდი ამინდის მიუხედავად თქვენი კარგი და ღიმილიანი განწყობით შემოუერთდით ჩვენს გადაცემას…

– ზამთარი მოდის ხან იწვიმებს, ხან ითოვებს. ამინდი არ არის პრობლემა, მთავარია, გულში როგორი განწყობაა, თოვს, წვიმს თუ მზე ანათებს. ჩემი გამოცდილებით,  ბედნიერი ის კი არაა ვისაც ყველაფერი აქვს, ბედნიერია ის ვინც მადლიერია არსებულით. ყველაფრის სათავე  მადლიერებაშია. მეც მქონდა პერიოდები, როცა არ ვიყავი მადლიერი და კმაყოფილი არსებულით, სულ ვწუწუნებდი, გაბრაზებული ვიყავი ყველაზე და ყველაფერზე.  ამ პერიოდში არაფერი გამომდიოდა, ყველაფერი უკან მიმდიოდა, კარიერა, ურთიერთობები. მერე მივხვდი, რომ უნდა გაარჩიო ერთმანეთისგან რისი გამოსწორება შეგიძლია და რისი არა. ტყუილად არ უნდა იომო და იდავო, ასეთ წვრილმანებს ნერვები და ენერგია არ უნდა შეალიო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g