საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს, ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდა.
ქართველი ფეხბურთელი გუნდმა უკვე წარადგინა.
Giorgi Kochorashvili assina até 2030 ✍️
Posted by Sporting CP on კვირა, 06 ივლისი, 2025
„ტრანსფერი დასრულებულია, გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი მოთამაშეა – „კაპიტანი ამერიკა“ ჩამოვიდა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
ქოჩორაშვილთან, რომელიც ეროვნული ნაკრების ფორმით 2023 წლიდან თამაშობს, ლისაბონის კლუბმა 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.
გიორგი ქოჩორაშვილი გუნდს „ლევანტედან“ შეუერთდა, რომელთანაც 2024/2025 წლების სეზონში ესპანეთის მეორე დივიზიონის ტიტული მოიგო. ესპანეთში, სადაც 2017 წელს ჩავიდა, თამაშობდა „ჟირონაში“, „პერალადაში“ და „კასტელონში“, – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.
Perguntas rápidas ⁉️ com Kochorashvili 🤔
Posted by Sporting CP on კვირა, 06 ივლისი, 2025
ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი ქოჩორაშვილი, ქართველი ფეხბურთელი ამბობს, რომ ბედნიერია:
„ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ და პორტუგალიის ყველაზე დიდ გუნდს შევუერთდი. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას. მალე შევხვდებით“ – წერს ფეხბურთელი.
ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ და პორტუგალიის ყველაზე დიდ გუნდს შევუერთდი. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას….
Posted by Giorgi Kochorashvili on კვირა, 06 ივლისი, 2025