LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ“ – გიორგი მამარდაშვილი

220
გიორგი მამარდაშვილი

„ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან საუბრისას გააკეთა.

მამარდაშვილის თქმით, ესპანეთს შემტევი გუნდი ჰყავს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე თამაშობენ, რომელთაც მეტოქისთვის ხიფათის შექმნა და გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

„ესპანეთი არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთი ითამაშებს შემტევ ფეხბურთს, ეცდებიან რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ვინ გვყავს შეტევაში, ესენი არიან მიქაუტაძე და კვარაცხელია, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ხიფათი შექმნან და გოლი გაიტანონ, ასე რომ ფრთხილად იყვნენ“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

გიორგი მამარდაშვილმა პორტუგალიასთან გამართულ მატჩზეც ისაუბრა და ამბობს, რომ „ყოველდღე მუშაობს, რათა ეს ტურნირი მაღალ დონეზე ეთამაშა და ბედნიერია, თუ ცოტათი მაინც დაეხმარა გუნდს წარმატების მიღწევაში“.

„კონცენტრაცია და მოტივაციაც მაღალ დონეზე გვაქვს თითოეულ ფეხბურთელს, ვემზადებით. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g