LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბეიქერ ჰაუსმა” ახალი საწარმო გახსნა

269

საკონდიტრო საწარმო ”ბეიქერ ჰაუსი” გაფართოვდა. კომპანიამ ლილოში, ლუდის ქარხანა ”კასტელის” ტერიტორიაზე ახალი საწარმო გახსნა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა, ქარხანა ექსპლუატაციაში უკვე შევიდა, თუმცა, სრული დატვირთვით ჯერ არ მუშაობს.

”ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს  გარკვეული მანქანა დანადგარების დამონტაჟების პროცესი, თუმცა ძველი საწარმო დავხურეთ უკვე და პროდუქცია ამიერიდან ახალ საწარმოში დამზადდება”, – აღნიშნა რატიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წელს ქარხნის მშენებლობის გამო, ”ბეიქერ ჰაუსს” ასორტიმენტის გაფართოებაზე არ უფიქრია.

”იქიდან გამომდინარე რომ მშენებლობის პროცესში ვიყავით, ჯერჯერობით, იგივე პროდუქცია გვაქვს, რასაც აქამდე ვაწარმოებდით. თუმცა, სამომავლოდ ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ სიახლეებს. მთავარია, საწარმოს სრულად აღჭურვა დროულად დასრულდეს”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით,  ”ბეიქერ ჰაუსის” ახალი საწარმო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში ” ფარგლებში აშენდა და 350 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

საკონდიტრო საწარმო ”ბეიქერ ჰაუსი” ამ ეტაპზე 14 დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები