LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეკო ტოიოტა კოროლას ათამაშებს

106

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიო ბრენდი ”ბეკო” საქართველოს ბაზარზე შემოსვლის 20 წელს უამრავი სიურპრიზით, აქციითა და გრანდიოზული გათამაშებით აღნიშნავს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, სწორედ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ბეკო“ მომხმარებელს უამრავ სიახლეს უმზადებს, მათ შორის მნიშვნელოვანია საიუბილეო გათამაშება, რომელიც მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში შესაძლებლობას მისცემს, გახდეს უამრავი პრიზიდან ერთ-ერთის მფლობელი და მოიგოს 2017 წლის „ტოიოტა კოროლა“.

”ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელში გააკეთებს 100 ლარიან შენაძენს, შესაძლებლობა მიეცემა მოიგოს სხვადასხვა პრიზები მომენტალურად და ჩაერთოს გრანდიოზულ გათამაშებაში. „ბეკო“ არ შემოიფარგლება მხოლოდ საიუბილეო გათამაშებით, მთელი წლის განმავლობაში ერთგულ მომხმარებლები იხილავენ ახალ პროექტებსა და გამორჩეულ კამპანიებს, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს. როგორც 20 წლის განმავლობაში, 2017 წელსაც „ბეკო“ იქნება თქვენი ყოველდღიურობის ოფიციალური პარტნიორი”, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, 1997 წლის სექტემბერში, საქართველოს ბაზარზე ერთი მაღაზიით შემოსული ბრენდი, დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით 60 მაღაზიას აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g