ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მოდელი ბელა ჰადიდი აღარ ხვდება კანადელ მომღერალს, აბელ ტესფაინს, უფრო მეტად კი ცნობილს, როგორც The Weeknd. მიზეზად გადატვირთული გრაფიკის შედეგად ურთიერთობაში აღებული პაუზა დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი 9 თვის წინ წინ დაიწყო და მათი მეგობრები ასეთ დასასრულს არ ელოდნენ. ამასთან, ბელას და, მოდელი ჯიჯი ჰადიდი მუსიკოსის უკანასკნელ კლიპში „In The Night“ მონაწილეობს.
ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება საბოლოო და აღადგენენ თუ არა ურთიერთობას ვარსკვლავები.