იმ ფონზე, როცა ვარსკვლავების უმრავლესობამ ,,კოაჩელას” მიაშურა, გაირკვა, რომ კალიფორნიას, ბელა ჰადიდმა და The Weeknd-მა კარიბები არჩიეს.
ამ დღეებში, ქსელში წყვილის რომანტიკული დასვენების ამსახველი რამდენიმე ფოტო და ვიდეო გავრცელდა, რომლებშიც ჩანს, რომ ამერიკელი მოდელი და კანადელი შემსრულებელი დროს არაჩვეულებრივად ატარებენ, მზეს ეფიცხებიან და სანაპიროზე სეირნობენ.
View this post on Instagram
will be in the middle of the ocean on a jet ski until further notice
A post shared by ? (@bellahadid) on
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა შეყვარებულების ურთიერთობა უკვე 4 წელს ითვლის. მთელი ამ დროის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი დაინიშნენ, თუმცა ოფიციალური განცხადება მოახლოებულ ქორწილზე, 22 წლის ,,ვიქტორიას სიკრეტის” ანგელოზსა და 29 წლის მომღერალს აქამდე არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ ბელა ჰადიდი და The Weeknd ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან. 2016 წლის ნოემბერში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა გასულ წელს კვლავ ერთად გამოჩნდნენ.