LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა ჰადიდმა და The Weeknd-მა რომანი დაადასტურეს

94

ბელა ჰადიდმა და The Weeknd-მა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურეს რომანი.

რამდენიმე  კვირის წინ, გამოცემა Us Weekly წერდა, რომ  წყვილი რამდენიმე კვირის წინ ბევერლი ჰილსზე მდებარე რესტორანში დააფიქსირეს.

მოდელი და მუსიკოსი ერთმანეთს 2015 წელსაც ხვდებოდნენ, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მათ ურთიერთობაში შესვენების აღება გადაწყვიტეს, რომლის შემდეგაც The Weeknd-მა ურთიერთობა ბელას მეგობართან, სელენა გომესთან დაიწყო.

თუმცა ამ რომანმაც არ გაამართლა და ცოტა ხნის წინ კანადელი მუსიკოსი და სუპერმოდელი ფესტივალ „კოაჩელაზე“ პაპარაცებმა გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები