LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსის პრეზიდენტი 2021 წლის კორუფციონერად დასახელდა

85
Untitled design

“2021 წლის ადამიანი ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციაში” – ამ კატეგორიაში წლის პერსონად “კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრმა” (OCCRP) ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დაასახელა. 

როგორც OCCRP-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, “ევროპის სასტიკი, უკანასკნელი დიქტატორი წლის კორუფციონერად დასახელდა იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მან ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობისა და კორუფციის წინსვლისთვის გააკეთა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ “ნომინაციაში” 1 167 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, თუმცა მათ შორის ლუკაშენკო ერთხმად გამოარჩიეს”.

ჟიური იმ ექვსი ჟურნალისტისა და მეცნიერთა ჯგუფისგან შედგება, რომლებიც კორუფციას იკვლევენ და აშუქებენ.

“ლუკაშენკო ყველასგან გამოირჩეოდა.” – OCCRP-ის თანადამფუძნებელმა დრიუ სალივანმა.

ლუკაშენკოსთან დაკავშირებულ საქმეებში გამორჩევით აღნიშნულია მინსკის აეროპორტში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმა და მასში მყოფი ბელარუსელი ოპოზიციონერი ბლოგერის, რომან პრატასევიჩის დაპატიმრება.

ასევე ანგარიშში საუბარია მის ოჯახთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის შემოსავლების წყაროების ორგანიზებას და პოლონეთის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის პროვოცირებაზე.

ლუკაშენკოს კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაშიც სდებენ ბრალს.

“ლუკაშენკო ქვეყანაში უსაზღვრო ძალაუფლებით სარგებლობს. როგორც ჩანს, მას არ აწუხებს საკუთარი მოქალაქეების და სასოწარკვეთილი მიგრანტების, მათ შორის ბავშვების ტანჯვა და შიმშილი.” – წერია ინფორმაციაში.

OCCRP-ის”ყოველწლიური ჯილდოს” ნომინანტები ასევე იყვნენ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად აშრაფ ღანი აჰმადზაი, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g