ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 87,6% მოიპოვა.
ინფორმაციას სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ლუკაშენკოს გარდა, არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი. ეგზიტპოლის თანახმად, ანნა კანაპაცკაიამ მიიღო 1,6%, ოლეგ გაიდუკევიჩმა – 1,8%, ალექსანდრ ხიჟნიაკიამ 1,2% და სერგეი სირანკოვმა 2,7%.
ცნობისთვის, ბელარუსში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაიწყო.