LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგია 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადის

59
belgaimage-28053790-full

ბელგიაში სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ სამუშაო კვირა 4 ან 5 დღიანი გახადონ. 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასულ ადამიანებს კვლავ 38-40 საათი მუშაობა მოუწევთ, ოღონდ ეს საათები შესაბამის დღეებზე გადანაწილდება ანუ სამუშაო დღე 9,5 საათიანი გახდება.

იდეის ავტორთა განმარტებით, ასეთი მიდგომა თანამშრომლებისთვის უკეთესი არჩევანი უნდა იყოს, თუმცა რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება კომპანიების დამოკიდებულებაც და საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი ინდივიდუალურად მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ისლანდიაში მსგავსი კანონი უკვე მიიღეს და როგორც კვლევებმა აჩვენა, დასაქმებულთა პროდუქტიულობა სულაც არ შემცირებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები