LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდელები სხვა ევროპელებზე ნაკლებს მუშაობენ – ევროსტატი

110
Workplace culture

ნიდერლანდელები სხვა ევროპელებზე ნაკლებს მუშაობენ: საშუალოდ კვირაში 32,1 საათს. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.

საშუალოდ ევროპაში, ფაქტობრივად კვირაში 36 საათს მუშაობენ.

ევროსტატის ახალი ანგარიშის მიხედვით, ნიდერლანდებთან ერთად შედარებით ნაკლებს მუშაობენ ავსტრიაში, გერმანიაში, დანიაში (ყველა ამ ქვეყანაში 33,9 საათს).

ხოლო, ყველაზე გრძელი სამუშაო კვირა – საბერძნეთშია (39,8 საათი). საბერძნეთს ცოტათი ჩამორჩება რუმინეთი (38,8), პოლონეთი (38,9) და ბულგარეთი (39,0).

შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნებმა დასაქმებულები კვირაში მაქსიმუმ 48 სამუშაო საათით უნდა უზრუნველყონ. ქვეყნების უმრავლესობაში 40 საათიანი სამუშაო კვირა მოქმედებს, მაგალითად, საფრანგეთში – 35 საათიანი, ხოლო დანიაში – 37.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები