LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდები ზაფხულში სამგზავრო ბარათებს 60%-იანი ფასდაკლებით გაყიდის

10
avtobus

ნიდერლანდებში განიხილება შეღავათიანი სამგზავრო ბარათის – Nederlandticket-ის დანერგვა, რომელიც ზაფხულის პერიოდში მგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას დაახლოებით 60%-ით გაუმარტივებს.

გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ბილეთი ზაფხულის სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს და მოიცავს ავტობუსებს, ტრამვაის, მეტროსა და მატარებლებს. პროექტი გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებიც პირადი მიზნებით გადაადგილდებიან, მოგზაურობენ ქვეყნის შიგნით და მზად არიან ავტომობილის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ.

აღსანიშნავია, რომ „პიკის საათებში“ ბარათი არ იმოქმედებს, რის გამოც ის ნაკლებად იქნება გამოსადეგი სამსახურში ყოველდღიური გადაადგილებისთვის.

მსგავსი ინიციატივები უკვე დანერგილია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ასეთი ბილეთები ე.წ. „კლიმატურ“ პროექტებად მიიჩნევა – ისინი ხელს უწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდას და CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებას, რადგან მოქალაქეების ნაწილი უარს ამბობს ავტომობილების გამოყენებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები