LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენში დასაქმებულები მოქნილი გრაფიკის გამო უფრო მოტივირებულები გახდნენ

109
Capture

კოპენჰაგენში მოქნილი სამუშაო გრაფიკის ექსპერიმენტმა დადებითი შედეგები აჩვენა: 300-ზე მეტმა მუნიციპალურმა თანამშრომელმა შეძლო, თავად დაგეგმოს თავისი სამუშაო გრაფიკი და 78%-ს ამ მიდგომამ მოტივაციაც გაუზარდა. სიახლის შესახებ the Local წერს.
წლის განმავლობაში ქალაქის რამდენიმე სამსახურის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი სურვილის მიხედვით აერჩიათ სამუშაო რეჟიმი — მაგალითად, ოთხი დღე ემუშავათ მეტი საათით ან შეექმნათ სხვა მოსახერხებელი გრაფიკი.

ექსპერიმენტმა არამხოლოდ დასაქმებულთა კმაყოფილების დონე გაზარდა, არამედ გააუმჯობესა მოქალაქეების მომსახურების ხარისხიც. მაგალითად, ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიურ კლინიკებში მიღების საათები გაიზარდა, რაც ექიმთან ვიზიტს უფრო მოსახერხებელს ხდიდა მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.

მომავალში იგეგმება, რომ ეს პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ყველა განყოფილებაზე გავრცელდეს. ოფიციალური პირების აზრით, მოქნილი გრაფიკი არა მხოლოდ საჯარო სამსახურის მიმზიდველობას ზრდის, არამედ ამცირებს თანამშრომლებში სტრესის დონესაც. ამასთან, პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება — მათ, ვისაც ტრადიციული გრაფიკი ურჩევნია, მისი შენარჩუნება შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები