LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგია მიგრანტებს უარს ეუბნება

95

ბელგიამ მთხოვნელთა 74%-ს თავშესაფარის მიცემაზე უარი უთხრა. მიგრანტთა საქმეების დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანამ წელი განცხადებების უარყოფით დაიწყო. იმის გამო, რომ მიგრანტთა დიდმა ნაწილმა თავშესაფრის მიღების აუცილებლობა ვერ ჩამოაყალიბა, მათ თხოვნას ოფიციალური უარით უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ბელგიის მთავრობამ მიგრანტის სტატუსი 14 ათასამდე მთხოვნელს მიანიჭა და როგორც ჩანს, ეს სრულებით საკმარისი იყო. წელს ქვეყანას შესაბამისი რესურსები აღარ აქვს, ამიტომ ბევრ ადამიანს ვეღარ შეიფარებს. ევროპას კი ძალიან რთული პერიოდი უდგას და მიგრაციის პროცესის შეჩერება ჯერჯერობით შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g