LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგია Ryanair-ს სასამართლოში უჩივლებს

15

ბელგია Ryanair-ს სასამართლოში უჩივლებს. შეგახსენებთ, რომ დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში 18 ათასზე მეტი რეისი გააუქმა, რამაც უამრავი მგზავრი გააღიზიანა. გაბრაზებულთა შორის კი მრავლად იყვნენ ბელგიელებიც. მოსახლეობას გვერდით დაუდგა მთავრობაც და ავიაგადამზიდის წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა. როგორც ბელგიის პრემიერი აცხადებს, ამ ნაბიჯით მათ Ryanair-თვის პასუხისმგებლობის დაკისრება სურთ და თანაც იმედოვნებენ, რომ სწორი ქმედების შემთხვევაში მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები