ბრიუგეს დელფინარიუმს 2037 წლისთვის დახურავენ. ეს არის უკანასკნელი ადგილი ბელგიაში, სადაც დელფინები ჯერ კიდევ თავისუფლებას არიან მოწყვეტილი, წერს dolpin project-ი.
გასართობ პარკში 6 დელფინი ბინადრობს. თავიდან მათ ღია აუზში გადაიყვანენ, 10 წლის შემდეგ კი ზღვის ნაკრძალში გაუშვებენ.
დელფინები ორიენტაციისთვის ულტრაბგერით ლოკაციას იყენებენ. ახლო-მახლო ტერიტორიის სკანირებისთვის ისინი ხმოვან ტალღებს უშვებენ და სწორედ ამიტომ, პატარა რეზერვუარში თავს ისევე გრძნობენ, როგორც ადამიანი რომელიც სიმფონიურ ორკესტრს მცირე ოთახში უსმენს.
ავსტრია, უნგრეთი, ირლანდია, ლატვია, ლუქსემბურგი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი და კვიპროსი იმ ქვეყანათა შორისაა, რომლებმაც დელფინარიუმზე საბოლოოდ უარი უკვე თქვეს. ამ ქვეყნებში დელფინების დახურულ სივრცეში გაჩერება სასტიკად აკრძალულია.
ამ დროისთვის ევროპაში 30-მდე დელფინარიუმია შემორჩენილი და ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ციფრი მინიმუმამდე შეამციროს.