ბელგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დიდ შენობებში კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად ახალი მეთოდი მოიფიქრეს. ჩვეულებრივი კონდიციონერების ნაცვლად მათ ცოცხალი მცენარეების „კუნძულების“ გამოყენება სურთ, წერს Focus on Belgium.
მცენარეები წყლის აორთქლების შედეგად ფოთლებით „სუნთქავენ“. რაც უფრო მეტ ტენიანობას შთანთქავენ ფოთლები, მით უფრო მეტად გრილდება გარშემო ჰაერიც. მეცნიერებმა სუბტროპიკული მცენარეები შეარჩიეს, რომლებიც ადამიანებისთვის განსაკუთრებით კომფორტულ გარემოს ქმნიან.
მცენარეებს „ჭკვიანი“ გადამცემები დაუკავშირეს. თუკი მცენარეს მეტი სითხე სჭირდება – სარწყავი სისტემა ავტომატურად ჩაირთვება. თუკი მეტი განათებაა საჭირო, შუქის სიმძლავრე მოიმატებს. სწორედ ასე შეიქმნება ბუნებრივი კონდიცირების სისტემა, რომელიც თითქმის სრულად ელექტროენერგიის გარეშე იმუშავებს.
პირველი ცდა უნივერსიტეტის სათბურში წარმატებით დასრულდა. უახლოს მომავალში გამოგონებას რეალურ პირობებში შეამოწმებენ – მცენარეების „კუნძულს“ ვენეციის არქიტექტურის გამოფენის პავილიონში დაამონტაჟებენ.
თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ მწვანე კონდიციონერები აეროპორტებსა და სავაჭრო ცენტრებში გაჩნდება.