LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში დასაქმებულებს 4-დღიან სამუშაო დღეზე გადაიყვანენ და უფლებას მისცემენ, სამსახურის შემდეგ, უფროსები სრულად დააიგნორონ

283
25c06cc2b7f3bee5cfec72b4331b495eeda4feda-1610556192-092086a9-1920x1280

ბელგიის მთავრობა მუშაობს ცვლილებათა პაკეტზე, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები კვირაში მხოლოდ 4 დღე შეძლებენ მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, დასაქმებულებს ექნებათ უფლება სამუშაო საათების შემდეგ, გათიშონ ელექტრონული მოწყობილობები.

შესაბამისად, უფროსები ვერ შეძლებენ, მათთან დაკავშირებას და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დავალდებულებას.

„ჩვენ ორი რთული წელი გავიარეთ. ამ შეთანხმებით, ჩვენ შუქს ავუნთებთ ეკონომიკას, რომელიც ახლა უფრო ინოვაციური, მდგრადი და ციფრულია. ჩვენი მიზანია, შევძლოთ ხალხისა და ბიზნესის გაძლიერება“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ პრესკონფერენციაზე, სადაც ცვლილებები დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები