ბელგიაში ტერორისტული აქტების ორგანიზებისთვის 12 ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია ქვეყნის 16 მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ჩხრეკისას იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრემისტები თურქეთის საზღვრის გავლით ევროპაში მოხვედრას აპირებდნენ.
არსანისნავია, რომ ზავენტემის აეროპორტსა და ბრიუსელის მეტროზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.