LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში იმ ბავშვებს, ვინც სკოლაში ფეხით ან ველოსიპედით ივლის, ვირტუალურ ფულს გადაუხდიან

29
schlnews

ქალაქ გენკში (ბელგია) მოსწავლეებს ვირტუალურ ფულს მისცემენ, თუკი ისინი სკოლამდე ფეხით წავლენ ან ველოსიპედს გამოიყენებენ. ამ ფულის გამოყენებას პატარები ბიბლიოთეკაში, აუზზე ან სხვა სპორტულ სექციაში შეძლებენ.

იმისათვის რომ მოსწავლეების გადაადგილებას დააკვირდნენ, მათ სპეციალურ გადამცემებს გადასცემენ და ეს გადამცემები ბავშვებმა ზურგჩანთებს უნდა დაუმაგრონ. მოწყობილობა ბავშვის გადაადგილების სიჩქარეს გაზომავს და გააანალიზებს.

მცირე ზომის აპარატი ზუსტად დაადგენს თუ როგორ მიდის ბავშვი სკოლაში და რა მანძილის გავლა უწევს მას. რაც უფრო მეტი იქნება დისტანცია, მოსწავლე უფრო მეტ ფულს მიიღებს.

ამ გზით ბელგიური ქალაქის მერიას ახალგაზრდების მოტივირება სურს, რათა მათ უარი თქვან არაეკოლოგიურ ტრანსპორტზე და გარემოზე ზრუნვა მომავალშიც განაგრძონ.

გარდა ამისა, პროექტის დამსახურებით ქალაქი ევროკომისიის გეგმის ნაწილი ხდება, ეს გეგმა 2050 წლისთვის გამონაბოლქვის ნულოვანი დონის მიღწევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები