LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

119
Sabato

ბელგიის მაღალრეიტინგული გამოცემის „Sabato“ ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ. ტურის მონაწილეები უკვე იმყოფებოდნენ კახეთში, ეწვივნენ ალავერდს, სიღნაღს, თელავს, ახმეტას, წინანდალს, ადგილობრივ მარნებში გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს. გამოცემის წარმომადგენლები სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას და უფლისციხესაც მოინახულებენ.

„საქართველო გასტრონომიისა და ღვინის ქვეყანაა, რაც ჩვენ არ ვიცოდით. ჩვენთვის ეს ნამდვილი კულტურული აღმოჩენაა. ვფიქრობ, ბელგიელები, რომლებიც გასტრონომიისა და ღვინის დიდი მოყვარულები არიან, საქართველოში ბევრ ახალ გემოს აღმოაჩენენ, რომელიც განსხვავდება საფრანგეთისგან, გერმანიისგან და იტალიისგან“, – განაცხადეს ბელგიელმა ჟურნალისტებმა ბერტ ვოეტმა და ჯული მორგანმა.   

ბელგიელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებს ფრანგულ და დანიურ ენებზე მოამზადებენ, რომელსაც „Sabato“-ს მკითხველს გააცნობენ როგორც ბელგიაში, ასევე საფრანგეთსა და დანიაში.

magti 5g