LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია – ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს

91
1

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

ეპარქიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ, ყველაფრის განურჩევლად, შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს.

რა გვემართება მართლმადიდებლებს? მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიოთ, მაგრამ ნუთუ ისე ავცდით მაცხოვრის სწავლებას, რომ შიმშილობის მიზეზით, გნებავთ ცოდვილი ადამიანი, კვდება და ვდუმვართ.

პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი არავინ უნდა აღმოჩნდეს. ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს – განურჩევლად.” – წერია მიმართვაში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწერსებულებაში უკვე 36-ე დღეა, შიმშილობს.

მისი ექიმებისა და ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას.

magti 5g