LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიური კომპანია საქართველოში თხილის წარმოებით დაინტერესდა

136

შოკოლადის მწარმოებელი ბელგიური კომპანია ,,გილიანი“ (Guylian) საქართველოში თხილის წარმოებით დაინტერესდა.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე, კომპანია  საქართველოში არსებულ გარემოს სწავლობს.

,,გილიანის“   წარმომადგენელის პოლ ბევერსის განცხადებით, მისი კომპანია შოკოლადის წარმოებაში ქართულ თხილს უკვე იყენებს და შესაძლოა, უახლოეს მომავალში საქართველოში, თხილის წარმოებაში ინვესტიციაც განახორციელოს.

უწყების ცნობით,  კომპანიას საქართველოში არსებული  საინვესტიციო გარემო და სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო პროექტები, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა იური ნოზაძემ და დავით გალეგაშვილმა გააცნეს.

იური ნოზაძემ  ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, ასევე თხილის ტექნიკურ რეგლამენტზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა კი, კომპანია Guylian-ის წარმომადგენლებს კოოპერატივის „დარჩელი თხილი“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მათ შორის თხილის წარმოების სრული ჯაჭვის განვითარება და ხელშეწყობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g