ავეჯის სახლ „ბელჰაუსში“ ფასდაკლებების თვე გრძელდება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ბელჰაუსის” მომხმარებელს 29 თებერვლის ჩათვლით შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს 30%-იანი ფასდაკლებით.
”ფასდაკლება ვრცელდება ნებისმიერ ავეჯზე. თუ გსურთ თქვენი სახლი მოაწყოთ მაღალი ხარისხის და დახვეწილი დიზაინის მქონე ავეჯით საუკეთესო ფასად, ამისათვის საჭიროა, მობრძანდეთ ჩვენთან და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ავეჯი”, – განაცხადეს ”ბელჰაუსში”.
კომპანია ”ბელჰაუსი” ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ძირითადი საქმიანობაა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაცია.