LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბელჰაუსში” წინასააღდგომო აქცია იწყება

164

ავეჯის სახლი ”ბელჰაუსი” საკუთარ მომხმარებელს წინა სააღდგომო აქციას სთავაზობს. ფასდაკლებები 20 აპრილიდან დაიწყება და  28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აქცია ვრცელდება ”ბელჰაუსში” წარმოდგენილი ავეჯის სრულ კოლექციაზე.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებელი ავეჯის შეძენისას მიიღებს  20%-იან ფასდაკლებას  და ასევე 50%-ით მეტ ქულას ”უნიქარდის” ბარათზე.

”თუ გსურთ თქვენი სახლი იყოს ისეთივე ორიგინალური როგორიც ხართ თქვენ, „ ბელჰაუსი“ საუკეთესო არჩევანია. „ბელჰაუსი“ ყოველთვის დაგეხმარებათ, რომ თქვენი სახლი მოაწყოთ ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის და დახვეწილი დიზაინის ავეჯით და შეიქმნათ მყუდრო გარემო! მობრძანდით ცინცაძის 12, ცინცაძის 14 და ალ. ყაზბეგის 12 ნომერში, სადაც წარმოდგენილია რბილი ავეჯის, მაგიდა და სკამების, საძინებლის, მისაღები ოთახის და სამზარეულოების ახალი მოდელები”, – განაცხადეს ავეჯის სახლში.

ცნობისთვის, ”ბელჰაუსი”  ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ძირითადი საქმიანობაა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები