LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელიაშვილის ქუჩიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს – მოსამართლეები რესტორან „ბაბილოს“ პოლიციის კორდონით ტოვებენ

152
2025-01-13_00-00-30_194114

რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.

ბელიაშვილის ქუჩაზე სრულად საპოლიციო ძალები განლაგდნენ და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დატოვებინეს.

ადგილზე სპეციალური კორდონია მოწყობილი, რომლის საშუალებითაც მოსამართლეები ტერიტორიას ტოვებენ.

ამ დროისთვის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე განლაგებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც. ტერიტორიაზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც, თუმცა ის ადგილზე არ გაჩერებულა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g