18 წლის მოდელი ბელლა ჰადიდი Victoria’s Secret-ის ახალბედა „ანგელოზი“ გახდა. ჯიჯი ჰადიდი უმცროს დასთან ერთად უკვე მონაწილეობდა ბრენდ Balmain-ის ფოტოსესიაში.
აღსანიშნავია, რომ ბელამ უკვე გაუსწრო უფროს დას W Magazine-ის მიერ წარმოდგენილ რეიტინგში, სადაც ის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელდა. სულ მალე უმცროსი ჰადიდი Victoria’s Secret PINK-ის სარეკლამო კამპანიაშიც გამოჩნდება.