LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bellingcat-ის დირექტორი: სააკაშვილის მოწამვლის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას ვთავაზობთ

159
BeFunky-collage (2)

„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [საქართველოს ძალოვანი უწყებები] არიან დაინტერესებული ამ გამოძიებით”, – ასე მიმართა Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა Дождь-ის ეთერიდან საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება და თანამშრომლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [საქართველოს ძალოვანი უწყებები] არიან დაინტერესებული ამ გამოძიებით. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, თუ მათ სურთ გაგვიზიარონ მონაცემები – საეჭვო ადამიანების ნებისმიერი გადაადგილება, საზღვრის გადაკვეთა და ყველაფერი, რაც მათი აზრით, საჭიროებს დამატებით გადამოწმებას”, – თქვა გროზევმა

გროზევის თქმით, ჟურნალისტები გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, რომელმაც გამოიკვლია პოლიტიკოსის ნიმუშები, გაიარა კონსულტაცია რუს ექსპერტებთან ქიმიურ იარაღზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია სავარაუდოა.

გარდა ამისა, გროზევის თქმით, არსებობს მოტივი – მისი თქმით, სააკაშვილი „შეყვანილია ФСБ-სა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის მტრების წრეში, რომლებსაც შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g