ბელორუსის აქციებს მსხვერპლი მოჰყვა, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი დემონსტრანტის გარდაცვალება დაადასტურა.
ეს ცნობა, პირველი დადასტურებაა ბელორუსის ოფოციალური უწყების მხრიდან. გარდაცვლილის ვინაობა და გარემოებები ჯერ არ სახელდება.
ძალოვანი უწყების ცნობით, აქციის მონაწილე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს დაიღუპა. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 3 ათასამდე მოქალაქე
დედაქალაქის ცენტრში აქციის მონაწილეები ბარიკადებს აგებენ, ამასთან პუშკინის პროსპექტზე ომონსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივი მედია სამი დაჭრილის შესახებაც საუბრობს.
ქალაქის ცენტრში დემონსტრაციის მონაწილეებმა შინაგანი ჯარის ნაწილებისკენ ფოიერვერკები გაუშვეს.
ბელარუსში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, გამარჯვებულად გამოცხადდა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 9 აგვისტოს არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების 80%-ით. მას გამარჯვება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მიულოცა.
