როგორც ჩანს, საბოლოოდ ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის დაშორება გარდაუვალია. ცნობილი ხდება, რომ მსახიობმა უკვე დატოვა გარნერის სახლი, უკანასკნელი ბარგი უკვე ყოფილი საცხოვრებლიდან მან 1 მაისს გაიტანა.
„მათ არ სურდათ ბავშვების ტრავმირება, ამიტომ ბენს საკუთარი ნივთები ნელ-ნელა გაჰქონდა, თუმცა ორშაბათიდან ის უკვე სხვა სახლში ცხოვრობს“ – განაცხადა ინსაიდერმა.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ერთად აღარ ცხოვრობს, მამა შვილებთან იმდენივე დროს ატარებს, რამდენსც აქამდე. ახალი სახლი მან ძველთან ახლოს იქირავა.
წყვილი გეგმავს, რომ დღესასწაულებს ისინი კვლავ შვილებთან ერთად შეხვდებიან და ოჯახურ დღესასწაულებსაც კვალავაც მოაწყობენ. შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი სამ საერთო შვილს ზრდიან.
