LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკმა, ჯენიფერ ლოპესის დაბადების დღეზე, ლოს-ანჯელესში, 20,5 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი იყიდა

2356
AAVgWdq

Მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე უცნობია, საბოლოდ გაიყარა თუ არა ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის გზები, მედია ცეცხლზე ნავთის დასხმას არ ეპუება.

იმ ფონზე, როცა ჯეი ლომ 55 წლის იუბილე მეუღლის გარეშე აღნიშნა, ქსელში კვლავ არ კარგავს აქტუალობას საკითხი, რამ განაპირობა აფლეკის დაბადების დღეზე არ ყოფნა.

ვარსკვლავური წყვილი ისევ დუმს და ოფიციალური განცხადების გაკეთებას დაშორებასთან დაკავშირებით არ ჩქარობს. ბევრი საუბრით არც ინსაიდერი გამოირჩევა, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს.

ამ დღეებში, აფლეკი მალიბუში, ექს-გერლფრენდის, ლინდსი შუკუსის გარემოცვაში, საკმაოდ პიკანტურ მომენტში დააფიქსირეს. Ახლა კი, ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა მომღერლისგან განცალკევებით, ლოს-ანჯელესში, 20,5 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ გასაყიდადაა გატანილი ცოლ-ქმრის საერთო, ბევერლი ჰილზში მდებარე ქორწინებისას შეძენილი სახლიც, რომელიც ახალ მფლობელს 68 მილიონი დოლარი დაუჯდება.

Ვიდრე მსოფლიო უკიდურესი გადაწყვეტილების მოლოდინშია და ,,ბენიფერი” დროს ერთმანეთის გარეშე ატარებს, მათი გულშემატკივრები იმედს არ კარგავენ, რომ ბედის ბორბალი წაღმა დატრიალდება.

Შეგახსენებთ, რომ ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის სიყვარულის ისტორია სტარტს 2002 წლიდან იღებს. Რომანი მათ შორის 2004 წელს დასრულდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, 2021 წელს, წყვილმა შეხვედრები განაახლა და უკვე მომდევნო წელს, ურთიერთობაც დააკანონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები