ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის დაშორების შემდეგ 2 წელზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ბენმა ახალი რომანი დაიწყო პროდიუსერ ლინდსი შუკუსთან, გარნერი დიდი ხნის განმავლობაში მარტო იყო, ბოლო დროს კი საუბრობენ მისი და ჯოშ დიუამელის ურთიერთობის შესახებ.
მიუხედავად ამისა, ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ აფლეკი დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა გარნერს შერიგებას და ეს დღემდე გრძელდება. მათი თქმით, მიუხედავად შუკუსის არსებობისა, ბენს კვლავ ყოფილი მეუღლე უყვარს. თუმცა იმავე წყაროს ცნობით, ჯენიფერი მასთან შერიგებას არც აპირებს და თავს უკვე ბედნიერად გრძნობს: „ბენმა მას გული ატკინა, ჯენიფერმა ძალიან რთული ემოციური მდგომარეობა გადაიტანა, თუმცა ახალი ურთიერთობებისთვის უკვე მზად არის,“- განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავებს სამი საერთო შვილი ჰყავთ, რომლებსაც დაშორების მიუხედავად, ერთად ზრდიან.
