მსახიობი ბენ კინგსლი ეპატაჟურ სიურეალისტ-მხატვარს, სალვადოს დალის განასახიერებს. ფილმს „დალის მიწა“ ერქმევა და ცნობილია, რომ ცნობილი მხატვრის მუზის როლს ლესლი მანვილი შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მხატვარი 1989 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ასევე დაკავებული იყო სკულპტურით, გრაფიკით, გობელენით, აკეთებდა ინსტალაციებს.