LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენედიქტ კამბერბეჩი „სპაიდერ მენის“ მესამე ნაწილში გამოჩნდება

153
safe-image

როგორც ცნობილია, „მარველის“ „სპაიდერ მენის“ მე-3 ნაწილის გადაღებები მიმდინარე თვეს დაიწყება. სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 44 წლის ვარსკვლავი, ბენედიქტ კამბერბეჩი, ფილმის მესამე ნაწილში „დოქტორ სტრეინჯის“ როლით დაბრუნდება. ის პარტნიორობას ტომ ჰოლანდს გაუწევს და მისი დამრიგებლის როლში მოგვევლინება. აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, ბენედიქტი  „დოქტორ სტრეინჯის“ სიქველის გადაღებებისთვისაც ემზადება, რომლის პროდიუსერიც თავად იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები