LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენედიქტ კამბერბეტჩი: ასექსუალური სოციოპათ-ინტელექტუალების როლის განსახიერება გამომდის

1036

ბრიტანელი მსახიობი და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, ბენედიქტ კამბერბეტჩი დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი  მსახიობის რიცხვში შედის.

2010 წლამდე იგი ინგლისის თეატრის მსახიობი იყო, პერიოდულად მონაწილეობდა კინოებსა და ტელეგადაცემებში: 2004 წელს სერიალში „ჰოკინგი“ განსახიერებული როლისთვის მან პრემია BAFTA დაიმსახურა.

 

 

Benedict Cumberbatch as theoretical physicist Stephen Hawking

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2007 წელს ის ცნობილმა სცენარისტმა და ტელეპროდიუსერმა სტივენ მოფატმა შენიშნა ფილმში „გამოსასყიდი“ – სამი წლის შემდეგ მოფატმა მას მთავარი როლი მისცა ტელედრამაში „შერლოკი“.

ახალმა მსახიობმა მაყურებელი მოაჯადოვა. არტურ კონან დოილის ნაწარმოების გაყიდვებმა კი ორმაგად მოიმატა, ფირმამ Belfast განაახლა პალტოს გამოშვება, რომელიც თანამედროვე შერლოკს ეცვა, კიდევ რამდენიმე ბრენდმა მისი გარდერობიდან რამდენიმე დეტალის კოლექცია წარმოადგინა. თავად ბენედიქტმა პრემია „ემი“, ახალი კონტრაქტები და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცის წოდება მოიპოვა.

„რას ვფიქრობ იმაზე, რომ მიმზიდველად მიმიჩნევენ? არ მეგულება ადამიანი, ეს რომ არ სიამოვნებდეს, მაგრამ თუ სიმართლე გაინტერესებთ, მე ამ ფაქტით მხოლოდ ვერთობი, – აღიარებს კამბერბეტჩი, რომლის ვიზუალიც მიღებულ სილამაზის სტანდარტებში არ ჯდება. – “საკმაოდ ადრე გავიგე, რომ ასექსუალური სოციოპათ-ინტელექტუალების როლის განსახიერება გამომდის და მეც დავიწყე ამით კარიერის მოწყობა”.

მისი ყოველი გამოჩენა ტელევიზიასა თუ წითელ ხალიჩაზე თაყვანისმცემლების მქუხარე ოვაციების ფონზე მიმდინარეობს. კამბერბეტჩი Time-ის მიერ გამოვლენილ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა რიცხვში შედის. ის და მისი მეუღლე, სოფი ჰანტერი კი ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე ოჯახად მიიჩნევა. ისინი წელს ვაჟიშვილის – კრისტოფერ კარლტონ კამბერბეტჩის მშობლებიც გახდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები