LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენედიქტ კამბერბეტჩი და სოფი ჰანტერი მშობლები მეორედ გახდებიან

155

ბენედიქტ კამბერბეტჩისა და სოფი ჰანტერის ოჯახში მატებაა: წყვილი მეორე შვილს ელოდება. პირველად ვარსკვლავები მშობლები 2015 წლის 13 ივნისს გახდნენ და მას შემდეგ ცდილობენ, შვილი პაპარაცების ყურადღებისგან დაიცვან და საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან. პატარას სახელიც – კრისტოფერ კარლტონ კამბერბეტჩი, ცნობილი მისი დაბადებიდან 1,5 თვის შემდეგ გახდა.

40 წლის ბენედიქტმა და 38 წლის სოფიმ ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს, 2014 წლის ნოემბერში ისინი დაინიშნენ, სამი თვის შემდეგ კი იქორწინეს. ორივე მათგანისთვის ეს პირველი ქორწინებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები