LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენედიქტ კამბერბეტჩის ორსული ცოლი და შიშველი რეიჩელ მაქადამსი პრემიერაზე (ფოტო)

308

სკოტ დერიკსონის ახალი ფილმი „ექიმი სტრენჯი“ ამჯერად ლონდონში აჩვენეს.  პრემიერაზე ფილმის ყველა მსახიობმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ ბენედიქტ კამბერბეტჩი, ტილდა სუინტონი, რეიჩელ მაქადამსი და რეჟისორი სკოტ დერიკსონი.

ბენედიქტ კამბერბეტჩი პრემიერაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოფი ჰანტერი და ბენედიქტ კამბერბეტჩი მეორე შვილს ელოდებიან. სოფი ჰანტერი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა წითელი ფერის საღამოს კაბაში, სადაც კარგად ჩანდა მომრგვალებული მუცელი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრემიერის მთავარი გმირი რეიჩელ მაქადამსი იყო. ოსკარზე ნომინირებული მსახიობი პრაქტიკულად შიშველი გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. ის გამჭვირვალე კაბით პაპარაცებისთვის ყველა რაკურსით პოზირებდა.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „ექიმი სტრენჯი“ ცნობილი კომიქსის სერიების მიხედვითაა შექმნილი.