LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენი ბლანკომ სელენა გომესს გამოსაშვები საღამო მოუწყო – ვრცელდება უსაყვარლესი ვიდეო

155
page

ბენი ბლანკომ საცოლეს, სელენა გომესს გამოსაშვები საღამო მოუწყო. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, როდესაც გაიგო, რომ გომესს თინეიჯერობის ასაკში არ ჰქონია ტრადიციული გამოსაშვები საღამო.

საოცრად ემოციური და შთამბეჭდავი ფოტოები და ვიდეო პროდიუსერმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ყველაფერი წესების დაცვით მოხდა და წყვილმა ზუსტად ის ნაბიჯები გაიარა, რასაც რიგითი ამერიკელი თინეიჯერი წყვილი გადის, სწავლის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, სე­ლე­ნა გო­მე­სი და ბენი ბლან­კო ერ­თწ­ლი­ა­ნი რო­მა­ნის შემ­დეგ 2024 წლის ბოლოს და­ი­ნიშნ­ნენ. მანამდე წყვილს მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებდა მათი რომანის შესახებ კი ცნობილი 2023 წელს გახდა. 

„მარადიულობა იწყება ახლა“ – სელენა გომესი დაინიშნა

სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ უზარმაზარი სახლი შეიძინეს – ნახეთ წყვილის „სასიყვარულო ბუდე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები