LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს, ვურტყამთ რეჟიმის სამიზნეებს! ჩვენ ვეუბნებით თეირანის მოქალაქეებს: ევაკუაცია მოახდინეთ და ჩვენ ვიმოქმედებთ“

136
ბენიამენ ნეთანიაჰუ

„ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს, ვურტყამთ რეჟიმის სამიზნეებს – განსხვავებით ირანის კრიმინალური რეჟიმისგან, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

CNN: „ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა“

როგორც ნეთანიაჰუმ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, თელ-ნოფის საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა, ისრაელი მისი მიზნის მიღწევის გზაზეა, რომელიც ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხეების განადგურებას ითვალისწინებს.

საჰაერო ბაზაზე ნეთანიაჰუ, თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან ერთად იმყოფებოდა.

„როდესაც ჩვენ ვაკონტროლებთ თეირანის ცას, ჩვენ ვურტყამთ ამ სამიზნეებს, რეჟიმის სამიზნეებს, ირანის კრიმინალური რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ესხმის თავს და ბავშვებისა და ქალების მოსაკლავად მოდის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი, ირანისგან განსხვავებით, თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვეუბნებით თეირანის მოქალაქეებს: ევაკუაცია მოახდინეთ და ჩვენ ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

„თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა“ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g