LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენლეკი – შაკიკის პრევენციისთვის და თავის ტკივილის დროს

629
ბენლეკი

თავის ტკივილი და შაკიკი – ეს ის პრობლემებია, რომელთა არსებობაც ბევრი ჩვენგანის ყოველდღიურობას აუარესებს. ფიზიკურ დისკომფორტთან ერთად, ხშირად მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვეულებრივ ფუნქციონირებას, ამცირებს პროდუქტიულობას და აუარესებს ცხოვრების ხარისხს. განსაკუთრებით შემაწუხებელია შაკიკი, რომელსაც თან ახლავს ძლიერი, მფეთქავი ტკივილი, გულისრევა და სინათლისა და ხმის მიმართ მგრძნობელობა.

სამწუხაროდ, შაკიკი სრულად არ იკურნება, ვინაიდან ქრონიკულ ნევროლოგიურ დაავადებას წარმოადგენს. თუმცა თანამედროვე მედიცინაში ბევრი ეფექტური მეთოდი არსებობს, რომელთა მეშვეობითაც შაკიკის შეტევების სიხშირის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის შემცირება შეიძლება, ასევე, სიმპტომების კონტროლი.

ასეთ მედიკამენტებს შორისაა ბენლეკი, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ამსუბუქებს თავის ტკივილსა თუ შაკიკის შეტევებს. ბენლეკი შეიცავს მეტამიზოლ ნატრიუმს, რომელიც მოქმედებს ტკივილის ცენტრალურ მექანიზმებზე და ეფექტურად ხსნის ტკივილის სიმპტომებს.

მოდით, დეტალურად განვიხილოთ, ბენლეკის მოქმედების მექანიზმი და ის, თუ კომბინაციური მოქმედებით როგორ უმკლავდება შაკიკის შეტევებს. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრეპარატი წარმოადგენს სამი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: ნატრიუმის მეტამიზოლი, ვიტამინი B1 და კოფეინი. შესაბამისად, ბენლეკის მოქმედების მექანიზმი შაკიკის სიმპტომების შემცირებაზე კომპლექსურია და მოიცავს რამდენიმე ასპექტს.

მეტამიზოლი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აფერხებს ტკივილის სიგნალების გადაცემას. შედეგად, ბენლეკი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას შაკიკის დროს.

კოფეინი, რომელსაც მასტიმულირებელი ეფექტი აქვს ნერვულ სისტემაზე, ავიწროებს სისხლძარღვებს და ამცირებს ინტრაცერებრალურ წნევას, აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას, ხელს უწყობს მის შეღწევას ცერებრალურ ქსოვილში.

ვიტამინი B1 ხელსაყრელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე ანთებით პროცესზე, ნერვული იმპულსების გამტარობაზე და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

ამგვარი კომბინაციური მოქმედებით, ბენლეკის გამოყენება ეფექტურია შაკიკის პრევენციისთვის, რაც გულისხმობს ეფექტურად მოქმედებას შაკიკის პირველადი სიმპტომის, თავის ტკივილის გამოვლენისთანავე.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბენლეკი ერთადერთი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც კუჭს არ აღიზიანებს.

საგულისხმოა ისიც, რომ გარდა შაკიკისა, ბენლეკს სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სიმპტომატური მკურნალობისთვისაც მიმართავენ – იქნება ეს კბილის ტკივილი, ლოკომოტორული სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატული ტკივილი), პოსტოპერაციული და პოსტტრავმული მდგომარეობები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი, პლექსიტი, ნევრიტი, ნევრალგია, პოლინევრიტი, პოლინეიროპათია) თუ მენსტრუალური ტკივილი.

ბენლეკის მიღების წესი და დოზირება დამოკიდებულია ტკივილის ინტენსივობასა და პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. თუმცა ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით:

  • მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებულია ერთჯერადი დოზა 500 მგ-1000მგ (1-2 ტაბლეტი);
  • მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3000 მგ-ს;
  • 12-14 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებულია 500 მგ მიღება, საჭიროებისამებრ, დღეში 3-ჯერ;
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ბენლეკის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ ან იღებთ სხვა მედიკამენტებს.

ბენლეკის საქართველოს ბაზარზე გავრცელებას ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g