LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley 6000 კროსოვერს უკან გამოიწვევს – მიზეზი აფეთქების საშიშროებაა

65
bentley600news

კომპანია Bentley–მ კროსოვერი Bentayga–ს გლობალური გამოწვევა დააანონსა, რაც მსოფლიო მასშტაბით 6000–მდე მოდელს შეეხება. მიზეზი – საწვავის ავზთან დაკავშირებული გაუმართაობა და აალების საფრთხეა.

წინასწარი ინფორმაციით, შტატების ტერიტორიაზე შეკეთება – 1892 ყველგანმავალს, ევროპაში კი – 783 ეგზემპლარს შეეხება.

ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური სააგენტოს ინფორმაციით, პრობლემა V8 ძრავის მქონე 2018–დან 2020 წლამდე გამოსულ Bentley Bentayga–ს ყველა მოდელს შეეხება. აღნიშნული კროსოვერების კონსტრუქციაში სერიოზული დეფექტი აღმოაჩინეს და ყველაზე ცუდ სცენარში ავტომობილი შესაძლოა აფეთქდეს კიდეც.

აღნიშნულია, რომ ამ მომენტისთვის Bentley Bentayga ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელია და მსოფლიო გაყიდვების 42% სწორედ მასზე მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g