კომპანიამ “ბენტლი” Bentayga-ს უსწრაფესი ვარიანტი წარმოადგინა. როგორც მწარმოებელი იუწყება, კროსოვერი მსოფლიოში ყველაზე სწრაფია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 306 კმ/სთს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს რომ წინა რეკორდის ავტორ „ურუსს“ სიახლე 1 კმ/სთ-ით ჯობნის.
ყველაზე სწრაფი Bentayga თვინ-ტურბო W12 ძრავითაა აღჭურვილი და 608-დან 635 ცხენის ძალამდე სიძლიერე აქვს. 0-დან პირველ „ასეულს“ კროსოვერი 3,9 წამში ავითარებს, ანუ ის ჩვეულებრივ 12 ცილიანდრიან კროსოვერზე 2/10 წამით უფრო სწრაფია. Speed-ის მაქსიმალური სიჩქარეც 5 კმ/სთ-ითაა გაზრდილი.
შედარებისთვის, Lamborghini Urus-ს 100 კმ/მდე გასახურებლად 3,6 წამი სჭირდება, 550 ძალის მქონე Porsche Cayenne Turbo-ს კი 3,9 წამი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Bentley-მ ყველას აჯობა.