Youtube არხზე Carfection გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც Rolls-Royce Cullinan-ისა და Bentley Bentayga-ის დრეგ-რბოლაა ასახული. სანახობა მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.
Rolls-Royce-ის პირველი ყველგანმავალი 6,75 ლიტრის მოცულობის V12 ძრავითაა აღჭურვილი და 571 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 8 დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. 0-დან პირველ „ასეულს“ მოდელი 5,5 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს შეადგენს.
ვიდეორგოლში წარმოდგენილი Bentley 4,0 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა დაკომპლექტებული და 550 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 100 კმ-ის განვითარება კროსოვერს 4,5 წამში შეუძია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 290 კმ/სთ-ს შეადგენს.
