LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ Flying Spur-ის 58 გიგაპიქსელიანი ფოტო გააკეთა

37

კომპანია Bentley-მ გამოაქვეყნა მასშტაბური გამოსახულება ზომით 57,7 მილიარდი პიქსელი, რომელზეც სედანი Flying Spur W12 S ისახება. ფოტო დუბაიში 264 მეტრი სიმაღლიდან არის გადაღებული.

კამერა კაიანის ცათამბჯენზე დამონტაჟდა – დუბაის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნაგებობაზე. სპეციალურმა კონსტრუქციამ ფოტოაპარატი დააფიქსირა ისე, რომ ქარის 25 კილომეტრ/საათ სიჩქარეზე უძრავად ყოფილიყო. 58 გიგაპიქსელიანი ფოტოს შექმნაზე 48 საათი და 1825 კადრი დაიხარჯა. ფოტოების დისკზე შენახვას 18 საათი დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები