Rolls-Royce-ის კვალდაკვალ წლის განმავლობაში რეკორდული გაყიდვების მაჩვენებელი დააფიქსირა კომპანია Bentley-მაც. ბრენდმა პირველად თავის ისტორიაში 15 ათასზე მეტი მანქანის გაყიდვა შეძლო და ყველაზე პოპულარული მოდელი ისევ Bentayaga-ა. 2022 წელს კარგად იყიდებოდა ჰიბრიდები და დაგრძელებული კროსოვერები, ასევე კუპე Continental GT Speed და სედანი Flying Spur Hybrid.
ბრიტანელებმა წელს 15 174 ავტომობილი გაყიდეს, ანუ გასულ წელთან შედარებით 4%-ით მეტი. ზრდის მასტიმულირებელი გახდა ამერიკა, ევროპა და ჩინეთი.
Continental Gt-სა და კაბრიოლეტ Continental GTC-ზე გაყიდვების მესამედი მოვიდა. ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა GT Speed-ს, მოდელს მთელი ოჯახობის გაყიდვების მაჩვენებლის 31% ეკუთვნის.