LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley–მ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოდელი გამოუშვა

108
basclar

კომპანია Bentley–მ და ატელიე Mulliner–მა საკოლექციო მოდელის Bacalar–ის გამოსვლა დააანონსეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავტომობილი ბაზარზე შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 12 ეგზემპლარი გამოვა და მისი ფასი მინიმუმ 1,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება. ეს კი სიახლეს Bentley–ს ხაზში ყველაზე ძვირადღირებულ მოდელად აქცევს. ავტომობილის დებიუტი 3 მარტს, ჟენევის ავტოსალონზე შედგება.

Bentley Mulliner Bacala – ეს კროსოვერმშენებლობის მომავალია და თან ატელიე Mulliner–ის ტრადიციებსაც დეტალურად იმეორებს. მოდელის დიზაინი კონცეპტი EXP 100 GT–ის მსგავსია და მისი შექმნისასაც ეკოლოგიური და ბუნებრივი რესურსი გამოიყენეს.

საკოლექციო მოდელს სახელი მექსიკური ტბის – ბაკალარის საპატივცემულოდ დაარქვეს. საქმე ისაა, რომ ტბა უნიკალური ცისფერი შეფერილობისაა და Bentley–მ ამ მახასიათებლის გამოყენება გადაწყვიტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g