LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley–მ წლის პირველ ნახევარში რამდენიმე რეკორდის დამყარება მოასწრო

33
ed7e8504fd58cf21872ac8c6020d29b0842f2720

Bentley–ისთვის აქამდე ყველაზე წარმატებული წელი 2014 იყო, როდესაც შემოსავალმა 887 მილიონი ევრო შეადგინა. მთელი წლის შეჯამებით სუფთა მოგება მაშინ 170 მილიონი ევრო იყო, თუმცა 2021 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებლები გაუმჯობესდა და ერთდროულად რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა. შემოსავალი 1,32 მილიარდი ევროა, ხოლო მოგება  – 178 მილიონი, გაყიდვების მაჩვენებელი აქამდე არნახული 13%–ია. იანვრიდან – ივნისამდე 7199 ავტომობილის რეალიზება მოხერხდა.

ბრიტანული მწარმოებლის 2021 წლის შემოსავალი არსებობის ისტორიაში საუკეთესოა. 2019 წელთან შედარებით, გაყიდვები გაორმაგდა და ეს ძირითადად სამი მოდელის – კროსოვერი Bentayga–ს (2767), კუპე და კაბრიოლეტი Continental GT–ის და GTC–ის (2318), ასევე სედანი Flying Spur–ის (2063) დამსახურებაა. ახალი ავტომობილების რეალიზების მაჩვენებელი მსოფლიოს ოთხ მთავარ ბაზარზე თითქმის თანაბრად გადანაწილდა.

ყველაზე მეტი Bentley ჩინეთში გაიყიდა (2155 ერთეული), მეორე ადგილზეა – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა (2049), შემდეგ ევროპა (1142), აზიური და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები (778) და დიდი ბრიტანეთი (554).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g